„ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა და ვგმობ, ამ სიმხეცეს, სიბნელეს და სიმდაბლეს...“ - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, დღეს, რომელი არხის, ან გაზეთის ჟურნალისტებზე იძალადეს...
ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა და ვგმობ, ამ სიმხეცეს, სიბნელეს და სიმდაბლეს...
მძულს ძალადობა, მთელი ჩემი შეგნებითა და არსებით რადგანაც, როცა ძალადობ, სუსტი ხარ, როცა ყვირი, ისევ სუსტი ხარ და როცა სცემ, უსუსტესი და არაადამიანიხარ...
მოძალადე ხარ, არც მორწმუნე ხარ, არც პატრიოტი და არც ვინმეზე მზრუნველი, შენ მოძალადევ, უბრალოდ, არარაობა ხარ და ძალიან მინდა და დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა მოძალადე არარაობა, ვინც დღეს ჟურნალისტებს, თუ ნებისმიერ უდანაშაულო ადამიანს თავს დაესხა, ყველა სასტიკად დაისაჯოს, განურჩევლად თავის შეხედულებისა, თუ პოლიტიკური კუთვნილებისა...
დარწმუნებული ვარ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ვინც დღეს, ჟურნალისტებზე და უბრალო ადამიანებზე იძალადა, ყველა მათგანი, არანორმალურებივით, გიჟებივით ქუჩაში დარბოდნენ და ყველაფერს არბევდნენ, მათ, თავიანთი შეგნებული, აგრესიული ქმედებებით, ეკლესიისა და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას, შეეცადნენ და კიდეც მოახდინეს...
მოდური მიმბაძველობის დრო, ნამდვილად არ არის, მაგრამ მე და ჩემი გუნდი, ხელისუფლებისგან, უფრო კონკრეტულად კი ძალოვანი სტრუქტურებისგან, ვითხოვთ, ყველა იმ დამნაშავე პირთა დასჯას, კანონის მთელი სიმკაცრით, რომლებიც დღეს, ჩვენს კოლეგებს, თავს დაესხნენ და საშინელი სისატიკით გაუსწორდნენ....
კოლეგებო, მაგრად იყავით და მუდამ თქვენც გვერდით გვიგულეთ!“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.