პროდიუსერი ედმუნდ მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, თქვენი - "სისხლიანი ზეწრების აივნებზე გამოფენა!" დიახ, სხვას მე ვერაფერს დავარქმევდი ამ მარაზმატიკულ "კვირეულს!"
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის საქვეყნოდ პოზირება არის მდაბიო და უმსგავსო ქმედება! საკუთარ საძინებლებში ყველა თავისუფალია, რაც უნდათ, ის აკეთონ! მაგრამ, როცა საჯაროდ გამოდიხარ და მთელს ერს, აბსოლუტურ უმრავლესობას, თავს ახვევ შენს სექსუალურ გემოვნებას, რომელი ორიენტაციის მიმდევარიც არ უნდა იყო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის მარაზმი და ამაზრზენი საქციელი!
ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ მე არა ვარ ჰომოფობი, ასევე კატეგორიულად ვემიჯნები და ცალსახად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას! მაგრამ, ასევე კატეგორიულად არ მივესალმები მსგავსი ტიპის შეკრებებს! ვთანხმდებით, რომ აბსულუტურად ყველა მოქალაქის, განურჩევლად სქესისა, მრწამსისა, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, მნიშვნელობა არ აქვს, თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს, ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული უნდა იყოს კანონოთ და კონსტიტუციით. აქ ორი აზრი არ არის! მაგრამ, გზააბნეულთა "მარში" და მათი საჯაროდ "კეკლუცი", ეს პროვოკაციული "დემონსტრირება" პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია! ასევე, ჩემთვის აბსულუტურად ცხადია, რომ ამ ყველაფრის უკან დგას დესტრუქციული პარტიები, რა თქმა უნდა ეს მათი მზაკვრული გეგმების ერთ-ერთი პროექტია!“ - წერს ედმუნდ მინაშვილი.