logo_geo
eng_logo
ჯანსუღ ჩარკვიანი: ილია მეორე რომ არ გვყავდეს, ჩვენზე უბედური ხალხი ქვეყანაზე არ იქნებოდა
- +

5 მარტი. 2016. 16:17


„ეს არის ბოროტი ადამიანების მხრიდან აქედან წასული უბედურება", - ასე აფასებს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული. როგორც ჩარკვიანმა „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, საქართველოს რომ ილია მეორე არ ჰყავდეს, „ჩვენზე უბედური ხალხი არ იქნებოდა ქვეყანაზე".

 

„ეს ინფორმაცია, რომელიც დასავლეთს პატრიარქზე მიაწოდეს, ბოროტი, ურწმუნო კაცის მიერ მიწოდებულია ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ რომ პატრიარქი არ გვყავდეს, ალბათ ჩვენზე უბედური ხალხი არ იქნებოდა ქვეყანაზე. ილია მეორე მართლაც უწმინდესი და უნეტარესია! მოუსმენიათ პატრიარქის საუბარი საერთოდ? დღემდე გამოდის, საუბრობს, ლოცავს ქვეყანას და სიყვარულზე ქადაგებს. დღემდე გვეუბნება, რომ გვიყვარდეს ღმერთი, ადამიანი, შევეშვათ უბედურებას. ყველაფერს შესანიშნავს აკეთებს ეს ადამიანი და ეს ყველაფერი ჩვენივე ქვეყნიდან გასული უბედურებაა", - განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

 

ჯანსუღ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირება აუცილებლია. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner