logo_geo
eng_logo
პარლამენტის სხდომები 7 სექტემბრიდან განახლდება
- +

20 ივლისი. 2016. 16:38


 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი მუშაობას რეგლამენტის მიხედვით სექტემბრის პირველ სამშაბათს, ბიუროს სხდომით განაახლებს.

 

„შემდეგი პლენარული სხდომა სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. 6 სექტემბერს ბიუროს სხდომა გაიმართება, 7 სექტემბერს - პლენარულ სხდომას გავმართავთ. შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, 8 სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში, მაშინ როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, არ მუშაობს პლენარული სხდომის რეჟიმში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner