logo_geo
eng_logo
სავაჭრო პალატა რეგიონულ ბიზსნესთან შეხვედრებს მართავს
- +

6 ივლისი. 2021. 11:36

 

 

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ნინო ვიბლიანი ზუგდიდში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი გამოწვევები მოისმინეს.

 

სავაჭრო პალატას პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, პალატის პრეზიდენტმა რეგიონებში მოქმედ მეწარმეებს დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის პალატის გეგმები და ხედვა გააცნო.

 

 

ამასთან, სოფლის განვითარების სააგენტოს, აწარმოე საქართველოში და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები.

 

ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, სახელწიფო სერვისებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ეს ის მთავარი საკითხები იყო, რის გარშემო ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს. ასევე, მიმოიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინიციატივები.

 

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

 

მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა.

 

ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner