logo_geo
eng_logo
გიორგი რუხაძე ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს
- +

20 ივლისი. 2016. 16:39



„სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რუხაძე ფონდ „იავნანას" ფინანსებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არ პასუხობს. 

 

უკაცრავად, ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ",- აღნიშნა გიორგი რუხაძემ.



ცნობისთვის, გაზეთი „ახალი თაობა" სტატიას სათაურით „რაში ხარჯავს პაატა ბურჭულაძე ჩვენი მოქალაქეების საქველმოქმედო შენაწირებს" აქვეყნებს. 



სტატიის ავტორი ინტერესდება, რეალურად რა თანხები მიიღო პაატა ბურჭულაძის ფონდმა 2004 წლიდან მოქალაქეების შეწირულობებით და რა თანხები დაიხარჯა რეალურად შეჭირვებული თანამოქალაქეების დახმარებაზე.



როგორც ჟურნალისტი წერს, ინფორმაცია ფინანსური დოკუმენტაციის შესახებ, ანუ რამდენი თანხა შეიტანეს ამ ფონდში მოქალაქეებმა და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, პარტიას არსად აქვს განთავსებული.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner