მწერალი მერაბ შათირიშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღევანდელი ქართული მედიის სივრცეში ტენდენციად იქცა პოლიტიზირებულად მახინჯი და დამღუპველი მისწრაფებები: ჟურნალისტები პროცესების პროვოცირებას გამიზნულად ახდენენ, აგროვებენ ხალხში მათდამი აგრესიულ დამოკიდებულებას და როცა მათ მიერვე „დაგროვილი“ სიძულვილის მსხვერპლნი ხდებიან, მერე თავს გმირებად აცხადებენ... ეს დამღუპველი და ქვეყნისთვის არასასურველი ტენდენცია თავის დროზე დანერგა „რუსთავი 2“-მა და ამის მამამთავარი ბატონი გვარამიაა...“ - წერს მერაბ შათირიშვილი.