ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოცქსელში ფოტოებს ავრცელებს, სადაც აღბეჭდილია რუსთაველის გამზირზე აშლილი კარვებიდან ამოღებული მძიმე ლითონის ნივთები.
„უსინდისო ნაცები კი წერენ, რომ ხელისუფლებამ იძალადა და წაახალისა ძალადობაო, მაგრამ აი, ეს ნივთებია ამოღებული რუსთაველზე აშლილი კარვებიდან. საინტერესოა, ვის და რისთვის სჭირდებოდა ეს რკინის ჯოხები? დასკვნები თქვენთვის მომინდვია!“ - წერს ნიკოლეიშვილი.