logo_geo
eng_logo
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა
- +

20 ივლისი. 2016. 16:49



პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი თქვა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო ყოველ ექვს თვეში იცვლება, წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2017 წლის მეორე ნახევრიდან უნდა გამხდარიყო. ტერეზა მეის თქმით, აღნიშნულ პერიოდში მისი მთავრობა დაკავებული იქნება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკებებით.

19 ივლისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის იურისტმა ჯეისონ კოპელმა განაცხადა, რომ ლონდონი 2016 წლის ბოლომდე ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლს არ აამოქმედებს.

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner