logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერია და იქამდე იქნება, სანამ ეს საქართველოს უმრავლესობას ენდომება!
- +

6 ივლისი. 2021. 14:14

 

 

„კიდევ არ ისვენებენ?!

 

რა გინდათ, საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას რატომ აზიზღებთ დასავლეთს და ამერიკას?!

 

ეს ჩვენი ძვირფასი მეგობრობა და სიყვარული რატომ უნდა ანაცვალოთ ვიღაც „ჭ“ კლასის ამერიკელ პოლიტიკანებს, რომლებსაც გამოტენილი აქვთ ჯიბეები საქართველოს ბიუჯეტიდან ნაცხლისტების მოპარული მილიონებით და კიდევ მრავალმილიონიან „კუშებზე“ ოცნებობენ, ხოლო ხალხების ურთიერთობა და მთავრობების პარტნიორობა ფეხებზე ჰკიდიათ?!“ – ამის შესახებ მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ის აღნიშნავს, კრამერი წლებია, სააკაშვილის ლობისტია.

 

„ვინ არის კრამერი? უნამუსო მატყუარა ტიპი , რომელიც წლებია სააკაშვილის ლობისტია! რომელიც არას დაგიდევთ საქართველო-ამერიკის ნაკოწიწებ ურთიერთობებს და საკუთარი მერკანტილური სურვილების დასაკმაყოფილებლად, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!.. (იმედი მაქვს, ამას სპეციალურად არ აკეთებს, თუმცა, სააკაშვილის ჯგუფის ლობირებით, საქართველოს მოქალაქეებს გულს უცრუებს და კოლონიალურ ამერიკაზე ალაპარაკებს!..)

 

აბა, სხვა როგორ შევაფასოთ მისი გამოხდომები – ხან, იმ დროისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გაგვილანძღა და უკადრებლები აკადრა!.. ხანაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს?!

 

როგორ, რა უფლებით ბედავთ ამდენს?!

 

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, ხოლო თქვენი განცხადებები დაახვიეთ და მენტორ-მათ-მას-ანუსში ნაზად გაასრიალეთ!

 

ვიღაც ნაბიჭვარი კრამერების, კიზინგერების და ა.შ. სააკაშვილის ლობისტების გამო ნუ ააღებინებთ საქართველოს მოსახლეობას იარაღს ხელში!.. ნუ დააწყებინებთ კიდევ ერთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის!..

 

ამდენ ხანს გითმენდით და შეირგეთ!..

უკვე სტოპ!.. გეყოფათ!.. ენები დაიმოკლეთ!..

სტუმარს როგორც შეეფერება, ისე მოიქეცით!..

(თქვენს კოლონიაში არ ბრძანდებით!)

 

US Embassy Tbilisi, Georgia,

ძვირფასო კელი დეგნან, ძალიან ცუდ გზას დაადექით, ჩვენდა სამწუხაროდ…

საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა იაროთ კომპრომისებისკენ და არა კონფლიქტის ესკალაციისკენ, თქვენ კი რას სჩადით? ისედაც გაღიზიანებულ მოსახლეობას ცეცხლზე ნავთს უსხამთ და რაღაც ერთი ჯგუფის კაპრიზებს თუ ფეხების ბაკუნს აჰყოლილხართ?!.. ამის მაგივრად რომ დაბალანსება სცადოთ?!

 

გონს მოეგეთ და ტონი გაასწორეთ!..

 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერია და იქამდე იქნება, სანამ ეს საქართველოს უმრავლესობას ენდომება!..“ – წერს გიორგობიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner