logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: დღეს აცრისთვის „სინოფარმზე“ 4 556 ადამიანი დარეგისტრირდა, „სინოვაკზე“ - 1196, ხოლო „ასტრაზენეკაზე“ - 204
- +

6 ივლისი. 2021. 15:42

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის აცრის მსურველი 27 ათასზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული და ჩაწერის დინამიკა იმატებს.

 

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აცრისთვის „სინოფარმზე“ 4 556 ადამიანი დარეგისტრირდა, „სინოვაკზე“- 1196, ხოლო „ასტრაზენეკაზე“ - 204.

 

„პორტალი კვირას შუადღიდან აღდგა და 27 ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა გაირა რეგისტრაცია. გუშინ აიცრა 2 ათასი ადამიანი „სინოფარმით“. ამ მომენტისთვის 25 ათასი ადამიანია ჩაწერილი „სინოფარმზე“. რეგისტრაცია გახსნილია 19 ივლისამდე. საკმაოდ ბევრი ადგილია „ბუკინგზე“.

 

გავხსენით დაახლოებით 100 ათასი ადგილი „სინოფარმზე“ რეგისტრაციისთვის. აქტივობა ჯერჯერობით არ არის. თუმცა ორი დღისთვის ჩაწერა არ არის ცუდი. ჩაწერის დინამიკა თანდათანობით იმატებს. ჩაწერის გარდა, გუშინ ე.წ. ვირტუალური კაბინეტებით და პირდაპირი რიგით დაახლოებით 300-დან 400-მდე ადამიანი აიცრა.

 

რეგისტრაციის დღევანდელი მაჩვენებელი არის დაახლოებით 4 556, რაც „ბუკინზეა“, აქედან 3156 არის „სინოფარმზე“, „სინოვაკზე“ - 1196, „ასტრაზენეკაზე“ -204. დღეს კიდევ მოიმატებს ეს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, ამ კვირის განმავლობაში იქნება ზრდის დინამიკა. ეს არ გვაკმაყოფილებს, ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და საჭიროა კუმულაციიური იმუნიტეტისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner