logo_geo
eng_logo
სოფელ გრაკალში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
- +

6 ივლისი. 2021. 15:43

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ სოფელ გრაკალში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

შენობა დასრულებულია და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეზოში მოეწყო ბავშვების გასართობი საშუალებები, დაირგვება ნარგავები.

 

გრაკალში მცხოვრებ პატარებს ახალი სასწავლო წლისათვის ლამაზი და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი ელოდებათ.

 

აღნიშნული ბაღით მეზობელ სოფელ თელიანში კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვებიც ისარგებლებენ.

 

„სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშესაწყობად კი მერია მაქსიმალურად იხარჯება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner