logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: პროგნოზის მიხედვით, მთელ ევროპაში აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
- +

6 ივლისი. 2021. 16:52

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რისკები სერიოზულია, ვინაიდან  მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას.

 

მისივე თქმით, პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისა და აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

 

მან  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარების აუცილებლობასა და დიდი თავშეყრისგან თავის არიდებაზე.

 

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. გასულ კვირაში დელტა ვარიანტის, ეგრეთ წოდებული ინდური შტამის დამატებით 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. როგორც არის პროგნოზი, აგვისტოს შუა რიცხვებში თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველგან, დახურულ შენობებში და ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ატაროთ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, გარე სივრცეშიც ატაროთ პირბადე. მაგალითად, მე გარეთაც ვატარებ პირბადეს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება. ასევე, უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner