logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: სოლიდარობა, რაც უნდა გამოხატოს საჯარო პირმა და პოლიტიკოსმა, გამოვხატე, მაგრამ...
- +

6 ივლისი. 2021. 18:09

 

 

„სოლიდარობა, რაც უნდა გამოხატოს საჯარო პირმა და პოლიტიკოსმა, გამოვხატე, მაგრამ პროცესები პარლამენტში არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფუფუნება გვქონდეს, აქცია-აქცია ვიაროთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მედიის წარმომადგენელთა მიერ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, სადაც მედიის წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ძალადობას გააპროტესტებენ.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძალადობრივმა ჯგუფებმა შესაძლოა, პარალელურ რეჟიმში კონტრაქცია გამართონ, ღუდუშაური აღნიშნავს, რომ კონტრაქციების ჩატარება სწორი არ ჰგონია.

 

„ჩვენი პოზიციაა რასაც საჯაროდ ვაფიქსირებთ. მკაფიოდ გიცხადებთ სოლიდარობას, მხარდაჭერას. გუშინდელი მოქმედებები იყო სამარცხვინო და ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება. დაველოდოთ შს სამინისტროს მოქმედებბს და ამის შემდეგ თუ დარჩება კითხვის ნიშანი ბუნებრივია, უწყება გასცემს კითხვებს პასუხს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner