საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იძლევა იმის გარანტიას, რომ ცესკოს თავმჯდომარე მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული.
„დარწმუნებული ვარ, რომ კომისია IDFI-ის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლის მეთაურობით ძალიან გამჭვირვალედ, ობიექტურად და სამართლიანად ჩაატარებს ამ პროცესს, ხოლო წარმოდგენილი კანდიდატები იქნებიან მაქსიმალურად დამოუკიდებლები და პროფესიონალები. კომისიის მუშაობა და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული“, - აცხადებს წილოსანი.
საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი 30 ივნისს გახდა. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ.