„გვაქვს სურვილი, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დამაჯერებელი იყოს ის კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ იქნება შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ გაუმჭვირვალედ პროცესების წარმართვის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, სურვილი რომც გვქონდეს, თუმცა, არავითარი სურვილი საამისოდ არ გაგვაჩნია. პირიქით, გვაქვს სურვილი, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დამაჯერებელი იყოს ის კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ იქნება შერჩეული. პროცესი მოითხოვს ფართო კონსულტაციებს, ფართო ჩართულობას. ეს გვავალდებულებს, რომ მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი წარიმართოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.