logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მედიის წარმოუდგენელი დარბევებისა და ჯალათური რეჟიმის წარმომადგენლები ახლა გვევლინებიან „უფლებადამცველებად“ და „ადვოკატებად“
- +

6 ივლისი. 2021. 18:17

 

 

„სოლიდარობა ჟურნალისტებსო, აანონსებენ ბოკერია, გვარამია, უგულავა, ზურა ჯაფარიძე და სხვადასხვა მანტიით შემოსილი „ნაცების“ „ფარისეველი წვრილფეხობა“, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმიანება.

 

მისი თქმით, მედიის წარმოუდგენელი დარბევებისა და ჯალათური რეჟიმის წარმომადგენლები ახლა გვევლინებიან „უფლებადამცველებად“ და „ადვოკატებად“.

 

„ყველა სფერო, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მარიონეტები ერევიან, განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან ეს მავნებელი სექტა ცდილობს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. სოლიდარობა ჟურნალისტებს 6 ივლისს, 20 საათზე, პარლამენტთანო, აანონსებენ ბოკერია, გვარამია, უგულავა, ზურა ჯაფარიძე და სხვადასხვა მანტიით შემოსილი „ნაცების“ ფარისეველი წვრილფეხობა. მედიის წარმოუდგენელი დარბევებისა და ჯალათური რეჟიმის წარმომადგენლები ახლა გვევლინებიან „უფლებადამცველებად“ და „ადვოკატებად“. ჩემი სოლიდარობა რწმენაში ფარისეველი მოძალადეებისგან დაზარალებულ მედიის თითოეულ წარმომადგენელს, თუმცა ნაცმოძალადეების დაორგანიზებულ ყველა ღონისძიებას ბოიკოტი! რადიკალურად კრიტიკულ მედიას უპირისპირდებიან არგუმენტებითა და ფაქტებით, ყალბი ამბების დეზავუირებით და არა ფიზიკური ძალადობით. სოლიდარობის გამოხატვა კი ნებისმიერი საჯარო სივრციდან შეიძლება, სადაც ნამუსგარეცხილი ნაცჯალათის ხელი არ ურევია და ასეთი სივრცე მრავალია“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner