logo_geo
eng_logo
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების მობილიზებაა - ადგილზე პოლიციამ რკინის ჯებირები მიიტანა
- +

6 ივლისი. 2021. 19:28

 

 

პარლამენტის შენობის წინ, სადაც „მდუმარე აქციაა“ დაანონსებული სამართალდამცველების მობილიზებაა. ადგილზე სპატრულო ეკიპაჟის წარმოადმგენლებმა რკინის ჯებირები მიიტანეს.

 

ისინი ამ დროისთვის არიან განლაგებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქაშუაეთის ეკლესიასთან.

 

პარლამენტთან დღეს საღამოს 20:00 საათზე გუშინ განვითარებული მოვლენების ნიშნად მდუმარე აქციაა დაგეგმილი, თუმცა ვიდრე აქცია გაიმართება, ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწიმნააღმდეგეები. ისინი აცხადებენ, რომ დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან. ისინი დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებსაც.

 

სამართალდამცველები ცდილობენ, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილიდან გაიყვანონ, თუმცა ისინი პოლიციის მთხოვნებს არ ემორჩილებიან და ამ დროისთვის ქაშუეთის ეკლესიის წინ იმყოფებიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner