„რომელი ქვეყანა იგებს და რომელი აგებს ამ ყველაფრით? პასუხები მარტივია: იგებს რუსეთი, აგებს საქართველო. ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს იყო და არის სცენარი - ე.წ. პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები“, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არჩევნებით და ბოიკოტით რა ამოცანის გადაჭრაც ვერ მოხერხდა, ცდილობენ ე.წ. პრაიდის გამოყენებით მიაღწიონ.
„ამ დღეების ამბებზე ერთ კითხვას დავსვამ: რომელი ქვეყანა იგებს და რომელი ქვეყანა აგებს ამ ყველაფრით? პასუხები მარტივია: იგებს რუსეთი, აგებს საქართველო.
მიზნები:
- შიდა ქაოსის გამოწვევა;
- საქართველო- დასავლეთის ურთიერთობების დაზიანება;
- ხელისუფლების დაზიანება.
ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს იყო და არის სცენარი. ესაა ე.წ. პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები.
გავიმეორებ, რაც 30-ში, 1-ში და 4-ში დავწერე, ლგბტ პირები ფეხებზე ჰკიდიათ. ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს იყო და არის სცენარი. ესაა ე.წ. პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები საოცარ განცხადებებს ვუსმენდი დღეს. თავის დაორგანიზებულ პრაიდს ტენიან მთავრობას, ხელისუფლება პრაიდს ამოეფარა მედიის დასაშინებლადო. ხომ მაგარი აბსურდია?
სხვები ითვლიან რომელმა პარტიამ მოიგო და წააგო, რამდენი ხმა დაკარგა ოცნებამ, რამდენს მოიმატებს ყოფილი ოცნება, რა მოუვა პატარა პარტიებს და როგორ იხეირებს „ნაციონალური მოძრაობა“.
ახლა სხედან სტუდიებში და ოცნებობენ სანქციების დაწესებაზე ქვეყნისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის.
არჩევნებით და ბოიკოტით რა ამოცანის გადაჭრაც ვერ მოხერხდა, ცდილობენ ე.წ. პრაიდის გამოყენებით მიაღწიონ.
მთავარი ამოცანა წამოსცდა დღეს ერთ-ერთ პოლიტიკოსს, - ვერ მოხდეს 43%-ანი ბარიერის გადალახვა.
P.S. ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წუხილს გამოთქვამს, რომ გუშინ უფრო მეტი შესძლეს. ნეტა რა იგულისხმა?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.