რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.
ისინი ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. მათ ორი კორდონი და ჯებირები აქვთ გაკეთებული. შედეგად კონტრაქციის წევრებმა პარლამენტის შენობასთან, მდუმარე აქციის მონაწილეებთან მიახლოება ვერ შეძლეს. პოლიციამ კორდონის გარღვევის მცდელობების გამო კონტრაქციის რამდენიმე წარმომადგენელი ტერიტორიიდან გაიყვანა.