საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძემ, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან განცხადება გააკეთა.
„პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ორი აქცია ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში.
აქცია დასრულებულია და შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ.
პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალის გამოყენების გარეშე დაარეგულიროს სიტუაცია“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.