logo_geo
eng_logo
საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებს სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ
- +

5 მარტი. 2016. 16:46



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებსა და თანამშრომლებს სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. საქველმოქმედო ღონისძიება ქალთა კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა რაიონის სამივე N29-ე, 109-ე და 215-ე საბავშვო ბაგა-ბაღების 100-მდე თანამშრომელმა მიიღო.


აქცია N19-ე სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში გაიმართა, სადაც მოქალაქეება სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, ექოსკოპიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევები უფასოდ მიიღეს.


როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები რაიონის მასშტაბით, მომავალშიცაა დაგეგმილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner