logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენ მხარდამჭერებს აქვთ ფასეულობებისა და პატრიოტიზმის განცდა ქვეყნის მიმართ, არა მხოლოდ დროშის ქნევითა და საქართველოს ძახილით
- +

7 ივლისი. 2021. 00:35

 

 

„რაციონალური მსჯელობის ადამიანები არიან ისინი, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერენ. მათ აქვთ ფასეულობის განცდა, პატრიოტული განცდა ქვეყნის მიმართ, არა მხოლოდ დროშის ქნევითა და საქართველოს ძახილით, როგორც უნდათ წარმოაჩინონ პატრიოტული განწყობა რაღაც აქციაზე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ჩვენი ამომრჩევლები არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ დასავლური ღირებულებები, იმ ნაწილში, რომელსაც ჰქვია საქართველოს უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა და განვითარება, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ასოცირებული წევრობა ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა, მომავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და გადაგვარჩენს ამ მსოფლიო დაპირისპირების შუაგულში ამ პატარა ქვეყანას. ესენი არიან ჩვენი ამომრჩევლები. მთელი ძალისხმევა ახლა მიდის იქით, რომ ერთი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერების არ კვეთს, არ შედის LGBT თემის სივრცეში და არასოდეს ცდილობენ იყვენ აქტიურები აგრესიაში. სმ სიტუაციის არევა არის ამოცანა. ეს ამოცანა ემსახურება გაცილებით დიდ სტრატეგიულ მიზანს - დესტაბილიზაციას. გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველო გეოპოლიტიკურად, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუნდაც ძალა დასჭირდეს ამისთვის, რომ ეს ბალანსი არ დაირღვეს. იყოს ისეთი კანონი, როგორიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, პოლიცია, რომელიც არ დაუშვებს ძალადობას და თუ ძალადობა მოხდა პასუხს მოსთხოვს მოძალადეს. ახალგაზრდებს არ ახსოვთ სადისტური მმართველობის პერიოდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner