logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში
- +

7 ივლისი. 2021. 00:38

 

 

„მთავარია, ვებრძოლოთ აგრესიის გენერირების წყაროებს. ვიცით, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ მოხდეს ძალადობის პრევენცია. ძალიან მნიშვნელოვანია მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, თუმცა ეს არის ამ საკითხის მხოლოდ ერთი ლოკალური გადაწყვეტა. მთავარია, ვებრძოლოთ აგრესიის გენერირების წყაროებს. ვიცით, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ეს არის მთავარი პრობლემა და წყარო იმ აგრესიისა, რომელიც გუშინ ქუჩებში ვიხილეთ. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ რაციონალური ინსტრუმენტები და არ მივცეთ ესკალაციის საშუალება. უნდა დავიცვათ, ჩვენი სახელმწიფო, ქვეყანა და ჩვენი ეკლესია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner