logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ვხედავდით ჩვენი კოლეგების ცინიკურ პოსტებს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ „იმედისა“ და „მაესტროს“ ჟურნალისტები არ დაზიანებულან
- +

7 ივლისი. 2021. 01:23

 

 

„ძალიან გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ვხედავდით ჩვენი კოლეგების ცინიკურ პოსტებს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ „იმედისა“ და „მაესტროს“ ჟურნალისტები არ დაზიანებულან. ეს ტყუილია, დაზიანდა „იმედის“ ტექნიკა, დაზარალდნენ ჩვენი ჟურნალისტებიც, „მაესტროს“ ოპერატორებსაც დასდევდნენ საცემრად გუშინ და სწორედ ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ ეპიზოდის გაშუქება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ გუშინ გავავრცელეთ განცხადება, რომელიც იყო პასუხი ე.წ. ინიციატივაზე, რომელიც გაავრცელეს პოლიტიკურად მოტივირებულმა ტელეარხებმა. ეს ინიციატივა გულისხმობდა იმას, რომ არ ეჩვენებინათ ძალადობის სცენები. რა თქმა უნდა, „იმედი“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ჩვენ ვაშუქებდით და ახლაც ვაშუქებთ ნებისმიერ ეპიზოდს, რომელშიც ხდება ძალადობა, მით უმეტეს, როდესაც ძალადობის მსხვერპლია ჟურნალისტი. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ ამ მოწოდებას და მივიჩნიეთ, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა, თუ მოძალადეებს არ მოვიყვანდით ეთერებში. რაც შეეხება შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ძალიან გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ვხედავდით ჩვენი კოლეგების ცინიკურ პოსტებს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ „იმედისა“ და „მაესტროს“ ჟურნალისტები არ დაზიანებულან. ეს ტყუილია, დაზიანდა „იმედის“ ტექნიკა, დაზარალდნენ ჩვენი ჟურნალისტებიც, „მაესტროს“ ოპერატორებსაც დასდევდნენ საცემრად გუშინ და სწორედ ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ ეპიზოდის გაშუქება. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და კიდევ უფრო დიდ თანაგრძნობას იწვევს ჩემში იმ ჟურნალისტების ბედი, რომლებსაც ფეიკნიუსის პროვაიდერი ტელეარხები თვეების განმავლობაში იყენებდნენ და ახლაც იყენებენ მაპროვოცირებელ „საზარბაზნე ხორცად“. სწორედ მათი მეშვეობით იქმნებოდა ისტერიული ფონი საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის წინააღმდეგ. მათი მესვეურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ექციათ მსხვერპლად. „ვიქტიმურობა“ და ასეთი ისტერიული ფონი, რომელიც „ნაცმოძრაობისა“ და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ყველაზე მეტად შეუქმნეს თავიანთი არხების ჟურნალისტებს, ამიტომ ისინი ახლა ორმაგი მსხვერპლები არიან. თვეებისა და წლების განმავლობაში ამ ადამიანების ხელით ხდებოდა თავდასხმა ტრადიციულ ღირებულებებსა და პატრიარქზე. თქვენ გახსოვთ, რა ამბავი იყო ატეხილი ნინოწმინდის ინციდენტზე, რომელიც, სხვათა შორის, „იმედის“ ჟურნალისტებმა ყველანაირი ობიექტურობის დაცვით გახადეს საჯარო, ხოლო პოლიტიკურად მოტივირებულმა ტელეარხებმა ეს გადააქციეს საპატრიარქოზე თავდასხმის მორიგ კამპანიად, რასაც ყოველთვის მოსდევს თავდასხმა ხელისუფლებაზე. ეს არის გატკეპნილი გზა“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner