logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: სამწუხაროდ, იმით, რაც გუშინ მოხდა, დაზარალდა საპატრიარქოს იმიჯიც და ეს იყო ერთ-ერთი მიზანი
- +

7 ივლისი. 2021. 02:07

 

 

„საპატრიარქოზე თავდასხმის შემდეგ აუცილებლად ხდება თავდასხმა ხელისუფლებაზე. ეს არის უკვე გატკეპნილი გზა. ვისი მიზანია ეს, ვინ იხეირა და ვინ დაზარალდა გუშინდელი ამბით? გუშინ რომ არ მომხდარიყო თავდასხმა ჟურნალისტებზე და ყველაფერი წასულიყო იმ კურთხევით, რომელიც გაავრცელა საპატრიარქომ, ჩატარებულიყო პარაკლისი, მისულიყო ხალხი ბავშვებით, ოჯახებით და არ მომხდარიყო ძალადობა ჟურნალისტებზე, ყველაფერი სულ სხვანაირად ჩაივლიდა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, იმით, რაც გუშინ მოხდა, დაზარალდა საპატრიარქოს იმიჯიც, ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯიც დაზიანდა, ესეც იყო მათი მიზანი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ძალიან ცუდი სახით წარმოსდგა ჩვენი საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი, დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს ყველაფერი ვინ ამოცანაში შედიოდა? რა თქმა უნდა, იმ ძალის, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მშვიდობიანი და კანონიერი გზით მობრუნების, ეძებს ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც შეძლებს პროვოცირების მოხდენას. ეს არის ძალა, რომელსაც თავად არანაირი ღირებულება არ გააჩნია. მათი მთავარი იდეა არის ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერი გზით. ისინი არც ეკოსენსიტიურები არიან და შეიძლება მხარი დაუჭირონ ნამახვანის მოწინააღმდეგეებს, თუკი იქ იგრძნობენ პროვოკაციის სუნს. მაპროვოცირებლად შეიძლება გამოიყენონ შვილმკვდარი მამის გულწრფელი პროტესტი და ტრაგედია. შეიძლება გამოიყენონ გავრილოვის ჩამოსვლის გამო გაჩენილი ხალხის გულწრფელი პროტესტი, კოვიდი, გეი-აღლუმი. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება მაპროვოცირებელი, მთავარია, მოხდეს პროვოკაცია და ამ პროვოკაციის შედეგი უნდა იყოს აუცილებლად მსხვერპლი. რაც უფრო დიდი იქნება მსხვერპლი, მით უკეთესი მათთვის. რაც უფრო უარესი ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უკეთესი მათთვის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ძალა, რომელიც დღეს მედიის ქომაგად გვევლინება, ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე ყვიროდნენ, რომ „იმედს“ დაეპატრონენ ეშმაკები, ეს იყო „იმედის“ დარბევამდე რამდენიმე ხნით ადრე, 2007 წელს. თუ ვინმემ იცის, რა არის ძალადობა, თუ ვინმემ იცის, რა არის ტექნიკის დამტვრევა, ჟურნალისტების იატაკზე დაყრა და ავტომატების მათთვის დამიზნება, ეს იციან „იმედის“ თანამშრომლებმა. ჩვენ ჟურნალისტზე ძალადობით ვერავინ გაგვაკვირვებს. ამ საკითხის ტრაგიკომიზმი იმაშია, რომ დღეს დღეს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების ქომაგები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ქართული დემოკრატიისა და თავისუფლების ჯალათები“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner