logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: 9-წლიანი მმართველობისას „ნაცმოძრაობამ“ ბევრი უბედურება დატრიალა!
- +

20 ივლისი. 2016. 15:05



პარტია „ჩვენმა სამშობლომ" აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი და აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა საქართველოდან NATO-ს ჯარების გაყვანა და „ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება.

„ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებას მოვითხოვთ.  საქართველოში 9-წლანი მმართველობის განმავლობაში  „ნაცმოძრაობამ" ბევრი უბედურება დატრიალა, რომელშიც ამერიკის საელჩო უწყობდა ხელს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამერიკის და „ცეერუს" მიერ  არიან გაზრდილები. მხოლოდ საქართველოს მტერი გააკეთებს იმდენ ცუდს ქვეყნისთვის, რაც ამ პარტიამ ჩაიდინა.

ერთ კვირაში ვაპირებთ, ყველას დავანახოთ, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას როგორ ეზიზღება.

დღეს სააკაშვილი ქვეყანაში ეკონომიკის აყვავებას და გაძლიერებას კი არ ჰპირდება, არამედ იმუქრება რევოლუციებით და ხალხის დახოცვით",- განაცხადა ჩიტიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner