ბათუმის მერია 3 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს, რაც დამატებით 600-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.
დასრულების ეტაპზეა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 914 ათას ლარს შეადგენს.
3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო. თითოეული ბაღი 210 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო.