logo_geo
eng_logo
რიკოთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

7 ივლისი. 2021. 12:55

 

რიკოთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner