logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეულნი - საჭიროა მტკივნეული გადაწყვეტილებები
- +

7 ივლისი. 2021. 13:52

 

„სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეულნი; საჭიროა, მტკივნეული გადაწყვეტილებები“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს რამდენიმე კომპანიისთვის, თუმცა ძალიან სასარგებლო იქნება მოქალაქეებისთვის. მას იმედი აქვს, რომ საზოგადოება ამ ბრძოლაში მხარს დაუჭერს.

 

„მედიკამენტების საკითხი ძალიან მტკივნეულია და სახელმწიფო, როგორც ჩვენი მოქალაქეები, იქცა ფასების მძევლად. აქ მნიშვნელოვანია ცოტა უფრო მეტად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც. ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს რამდენიმე კომპანიისთვის, თუმცა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედია, ამ ბრძოლაში, რომელსაც აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება დამიჭერს მხარს, რადგან ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა, ეს ჩვენი ერთობლივი მიზანია, რათა აღსდგეს სამართლიანობა და მედიკამენტზე, რომლის ღირებულებასაც სახელმწიფო ფარავს, ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ფასის შეთანხმება ერთი წლით მაინც. ფარმაცევტულ სექტორსა და სახელმწიფოსა შორის ყოველთვიური ვაჭრობა არ უნდა წარიმართოს. შემდეგ ისინი ქმნიან გარკვეულ დეფიციტს და ჩვენ ყოველთვიურად გვიწევს გარკვეული ახსნა-განმარტებების მიცემა საზოგადოებისთვის და თავის მართლებაც. ამ მიმართულებით თავი სამართლებელი არ გვაქვს, უბრალოდ, საჭიროა გადაიდგას მეტად უფრო თამამი ნაბიჯები და ეს ნაბიჯებიც არ არის დამანგრეველი, რადგან მთელი ევროპის ბაზარი ასე რეგულირდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner