logo_geo
eng_logo
ბაქოში „კავკასიური უნივერსიტეტის“ დახურვა სავარაუდოდ გიულენის სახელს უკავშირდება
- +

20 ივლისი. 2016. 17:56



ბაქოში კერძო „კავკასიური უნივერსიტეტი" დახურეს, რომელიც სავარაუდოდ, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


როგორც BBC წერს, „კავკასიური უნივერსიტეტი" 1993 წელს თურქმა მეწარმეებმა დააფუძნეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ტურანი" იტყობინება, რომ მისი დამფუძნებლები გიულენთან  დაკავშირებული პირები არიან, ხოლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია „სოკარია".


BBC აღნიშნავს, რომ 2014 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ სახელმწიფო უწყებიდან იმ თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო, რომლებიც გიულენთან კავშირში იყვნენ და აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თურქეთის მოთხოვნით მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner