logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, საპარლამენტო ოპოზიცია ცესკო-ს კანდიდატებთან დაკავშირებით ობიექტურობას გამოიჩენს
- +

7 ივლისი. 2021. 14:19

 

„კანონმდებლობის შესაბამისად უახლოეს დღეებში პრეზიდენტისგან ველოდებით კანდიდატებს ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გვექნება კონსულტაციები გუნდში და საპარლამენტო ოპოზიციასთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„გვაქვს სურვილი და ნაწილობრივ მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია გამოიჩენს ობიექტურობას ანუ მიდგომები კანდიდატების, მიმართ იქნება ობიექტური. რა თქმა უნდა, პროცესი არ უნდა შეჩერდეს, მაგრამ გვაქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციასთან შევჯერდეთ თუ ობიექტურად მიუდგება და მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner