logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს
- +

7 ივლისი. 2021. 14:21

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს.

 

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შექმნილი სიტუაციის გამო, სამინისტრომ აამოქმედა რეგისტრაციის დამატებითი საშუალება - ცხელი ხაზი: 1443.

 

„როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელიც რა თქმა უნდა, ამ პროცესს აფერხებს. აქედან გამომდინარე, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარდა რეგისტრაციის 1 წყაროსი, რომელიც პორტალით რეგისტრაციაა, მივცეთ დამატებითი საშუალება - ეს არის ცხელი ხაზი: 1443, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დამატებით რეგისტრაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner