ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შექმნილი სიტუაციის გამო, სამინისტრომ აამოქმედა რეგისტრაციის დამატებითი საშუალება - ცხელი ხაზი: 1443.
„როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელიც რა თქმა უნდა, ამ პროცესს აფერხებს. აქედან გამომდინარე, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარდა რეგისტრაციის 1 წყაროსი, რომელიც პორტალით რეგისტრაციაა, მივცეთ დამატებითი საშუალება - ეს არის ცხელი ხაზი: 1443, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დამატებით რეგისტრაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ტიკარაძემ.