logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 15-20 პროცენტის ფარგლებშია
- +

7 ივლისი. 2021. 14:49

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ეგრეთ წოდებული ინდური შტამი ბევრ ქვეყანაში თანდათან ანაცვლებს ბრიტანულ შტამს.

 

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 15-20 პროცენტის ფარგლებშია.

 

„დელტა შტამი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში თანდათანობით ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ჩვენთანაც, გასულ კვირას ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 25 შემთხვევა დადასტურდა, ანუ 15-20 პროცენტის ფარგლებში ვართ ამ შტამის გავრცელებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner