დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ეგრეთ წოდებული ინდური შტამი ბევრ ქვეყანაში თანდათან ანაცვლებს ბრიტანულ შტამს.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 15-20 პროცენტის ფარგლებშია.
„დელტა შტამი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში თანდათანობით ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ჩვენთანაც, გასულ კვირას ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 25 შემთხვევა დადასტურდა, ანუ 15-20 პროცენტის ფარგლებში ვართ ამ შტამის გავრცელებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.