logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: შსს იყო ეფექტური
- +

7 ივლისი. 2021. 15:41

 

„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს მოძალადეთა იდენტიფიცირება.

 

„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს,  წინააღმდეგი იქნება როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე ფსიქოლოგიური.

 

როდესაც ძალადობა მიმდინარეობდა ჟურნალისტებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაგმო ეს ქმედებები. სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით ხდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებელია, როგორ უნდა გამოიყვანო სპეცდანიშნულების რაზმი, მთელი ქალაქის მასშტაბით არბენინო ამ ხალხს? ყველანაირად მიუღებელია, ყველა იდენტიფიცირებულია და ყველას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

 

პოლიცია მუშაობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. დღეის მდგომარეობით, როგორც ვიცი, 100-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული და ეს გაგრძელდება. ყველა მოძალადე არის დაფიქსირებული და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური. სამინისტროს თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასადაც და მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner