logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული
- +

7 ივლისი. 2021. 15:43

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

 

„ხშირად უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში წევრობას ამა თუ იმ რეფორმას უკავშირებენ. რეფორმები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება ნაწილობრივ უკავშირდება რეფორმებს, თუმცა, ძირითადად ეს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რეფორმებს სხვა ქვეყნებზე უფრო სწრაფად ახორციელებს.

 

„თუ ვსაუბრობთ ვადებზე, შექმნილ სიტუაციაზე, ომზე, იმაზე, თუ რა ვითარებაში ატარებს უკრაინა რეფორმებს, ვფიქრობ, დღეს ჩვენ ყველაზე სწრაფები ვართ ევროპაში“, - აღნიშნა მან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner