logo_geo
eng_logo
ოლივერ ვარჰეი: აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის ჩვენ მზად ვართ, 17 მლრდ ევროს მობილიზაცია გავუკეთოთ
- +

7 ივლისი. 2021. 16:49

 

„აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს, საიდანაც 2,3 მლრდ ევრო გრანტის სახით იქნება“, - ამის შესახებ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„რამდენიმე დღის წინ, გასულ პარასკევს, ჩვენ ევროკავშირში, მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, ძალიან ამბიციური და საინვესტიციო გეგმა წარვადგინეთ. ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის. 2,3 მლრდ ევრო გრანტის სახით იქნება, დანარჩენი კი პროექტებისა და ინვესტიციების სახით, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდავთ: „ევროპის საინვესტიციო ბანკიდან“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან“. სამეზობლო ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიურად და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში; საქართველოს დავეხმაროთ უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ. ამაზე ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს წინა მთავრობასთან, ამ მთავრობასთან, რათა მთავარი პრიორიტეტები გამოგვეკვეთა. მთავარი გამოწვევები გამოგვევლინა, რაც ქვეყანაში არსებობს და ის 5 მთავარი ინიციატივა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა, ამ თანამშრომლების შედეგია.

 

ჩვენ არ გვინდა, ისეთი რამ შემოგთავაზოთ, რაც არ გჭირდებათ. ჩვენ მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner