logo_geo
eng_logo
პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
- +

7 ივლისი. 2021. 17:20

 

დღეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა (Mariusz Maszkiewicz) აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, 2006 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას.

 

ახალ დოკუმენტში შევიდა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, დივიდენდის, პროცენტის და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები შემცირდა და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ის ოდენობით. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიზანია, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner