მარტვილის მუნიციპალიტეტს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ესტუმრა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის სცენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ფურინჯი“.
სპექტაკლს ადგილობრივი მოსახლეობა და საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესწრებოდნენ.