logo_geo
eng_logo
ალექსანდრე დარახველიძე: მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს
- +

7 ივლისი. 2021. 17:32

 

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას „თბილისი პრაიდის” კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

ალექსანდრე დარახველიძემ განვითარებული მოვლენებისას დაშავებულ სამართალდამცველებს გამოჯანმრთელება უსურვა.

 

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს, ბოლო დღეების განმავლობაში მათ მხრებზე გადაიარა ყველა იმ მძიმე შემთხვევამ და ისინი გმირულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. ჩვენ გვყავს რამდენიმე დაშავებული პოლიციელი და მინდა მათ გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner