logo_geo
eng_logo
კასპში გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

7 ივლისი. 2021. 17:56

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა ქალაქში გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერეს.

 

გურამიშვილის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, წინა მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ასფალტის პირველი ფენა დაიგო.

 

მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე განთავსებულია ქალაქის #1 საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი მცირე სკვერით, გიორგი მერებაშვილის („გორკა“) სახელობის ღია საჭიდაო არენა, სადაც ყოველწლიურად ტარდება მისი სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოასფალტდება ყაზბეგის, წერეთლის, წულუკიძის და შარიფაშვილის ქუჩები.

 

„ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამიტომ ბიუჯეტიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობას კეთილმოწყობილი ქუჩებით გადაადგილების პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner