თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისლამის მქადაგებლის ფეთულაჰ გიულენის სამართლებრივი სტატუსი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
„თურქეთის მთავრობამ გიულენის სტატუსთან დაკავშირებით მასალები აშშ-ის ხელისუფლებას გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო ამ მასალებს შეისწავლის და გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების მიხედვით მიიღებს, რომელიც აშშ-სა და თურქეთს შორის 30 წელია მოქმედებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებასთან დაკავშირებით თურქულ მხარეს დახმარება შესთავაზა", - განაცხადა ერნესტმა.