logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: 5-6 ივლისის მოვლენები არანაირად არ შედის ქვეყნის, ხელისუფლების, ეკლესიის და მოქალაქეების ინტერესებში
- +

7 ივლისი. 2021. 18:02

 

„უკვე მერვე თვეა, გრძელდება ქვეყნის დაუმთავრებელი ჯანჯღარი, შესაბამისად, დესტაბილიზაცია და 5-6 ივლისის მოვლენები არანაირად არ ემთხვევა არც ხელისუფლების, არც ქვეყნის, არც ეკლესიის და არც მოქალაქეების ინტერესებს. პასუხისმგებლიანი ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რომ ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„ზოგადად, დესტაბილიზაცია არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს აწყობს ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სუსტ მდგომარეობაში ხილვა სურს. ძლიერი საქართველო არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციის დასრულებისათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში არასდროს არ შედის ის, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყოს. ასევე საკითხავია, ხშირად შემთხვევაში არის თუ არა ოპოზიცია ოკუპანტი ქვეყნის ამ სურვილი თანაზიარი. სამწუხაროდ, ხშირად ეს ასეა. ოპოზიცია ორიენტირებულია არა ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ პოლიტიკური ვითარების დაძაბულობა, რაც მათ ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად სჭირდებათ. უკვე მერვე თვეა, გრძელდება ქვეყნის დაუმთავრებელი ჯანჯღარი, შესაბამისად, დესტაბილიზაცია და 5-6 ივლისის მოვლენები არანაირად არ ემთხვევა არც ხელისუფლების, არც ქვეყნის, არც ეკლესიის და არც მოქალაქეების ინტერესებს. პასუხისმგებლიანი ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რომ ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner