„ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, ჟურნალისტები... - მგონია, გიორგი გახარიას ეს განცხადება „ჩაუდეს", ამიტომ - „არა ჩადებას!“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიას განცხადებას.
„მე მგონი, ეს მორიგი ჩადებაა - ნეპოტიზმისა და კორუფციის თემებზე მორალით აღსავსე პროგრამული განცხადებების ფონზე, მაშინ როდესაც საინფორმაციო სივრცე აჭრელებულია საბანაძე/ხოჯევანიშვილების მიღწევებზე სწორედ ამ სფეროებში.
სხვანაირად როგორ მივიღოთ 2019 წლის 20 ივნისის მთავარი მოქმედი პირის ეს შემოტევა იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მაქსიმალურად იცავდა გახარია/საბანაძეს „ნაცებისაგან“, სწორედ რომ „ჩამოშლილი სახელმწიფოს... შეურაცხყოფილი კონსტიტუციის...თავის მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებაში" დადანაშაულების გამო.
მართალია, დღეს „ნაცები“ აღარ ითხოვენ თავისი სიტუაციური პარტნიორის დასჯას, პოლიტიკური ამნეზიის ნიადაგზე, ამიტომ გვიწევს ამ ორივე შეხმატკბილებული მეკავშირესთვის ეს სამარცხვინო შეხსენება“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ში.
გიორგი გახარიას განცხადებით, „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.