უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად გახარია პოლიციელებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ბოდიშს უხდის, ყალბ ფრაზებს უწოდებს.
„ეს კონტექსტს მორგებული ყალბი ფრაზები, მგონი, უკვე ყოველგვარ პოლიტიკურ ესთეტიკას სცილდება. სიცარიელე და კეკლუცობა... და წერტილი. სულ ეს არის, რაც დარჩა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.