logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: შენ იმოქმედე არასახელმწიფოებრივად, კანონის აღსრულებაზე თქვი უარი და საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს უკანმოუხედავად გაექეცი
- +

7 ივლისი. 2021. 19:49

 

„ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ჩამოშლილი, უუნარო და არაკომპეტენტურია სახელმწიფო, არ მოხდა კონსტიტუციისა და მოქალაქეების დაცვა, სულ მცირე ეჭვს მიჩენს მართლა თავად უყურა და შეაფასა მიმდინარე მოვლენები თუ უბრალოდ თავად ვერ ნახა, ვერ უყურა და ვინმე მოუყვა?!“ - წერს სოციალურ ქსელში საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანს - საპატრიარქო წარმოაჩინონ მოძალადე ძალად და სახელმწიფო, მოქმედი ხელისუფლებით გამოიყვანონ უსუსურად, რომელმაც ვერ მოახდინა სიტუაციის განმუხტვა და ხალხის დაცვა, ყოფილი პრემიერი შეუერთდა.

 

„დიახ, ის პრემიერი, რომელმაც პანკისში მთელ სოფელს აცემინა პოლიცია და სპეცრაზმი, ჩამოშლის პირას მიიყვანა პოლიცია! დიახ, ის ყოფილი პრემიერი, რომელმაც ბასიანში ნარკოდამოკიდებულებს, „გასულ“ ახალგაზრდებს აცემინა პოლიციელები, მერე გამოვიდა და ისევ „გასულებს“ ბოდიში საჯაროდ მოუხადა! დიახ, ის პრემიერი, 20 ივნისს პირველ ხაზზე მდგარი პოლიციელების ფიზიკური ამტანობა რომ გამოცადა, დიდი უბედურება რომ დაატრიალა და დიახ, ის ყოფილი პრემიერი, ნიკა მელიას რომ სწირავდა სახელმწიფოს! დიახ, შენ ყოფილო პრემიერო, შენ, იმოქმედე არასახელმწიფოებრივად, კანონის აღსრულებაზე თქვი უარი და საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს უკანმოუხედავად გაექეცი!

 

ახლა სინამდვილეს დავუბრუნდეთ. საპატრიარქოს მიზანი იყო მშვიდობიანი ლოცვის თანაზიარი ყოფილიყო იქ შეკრებილი საზოგადოება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კანონის ფარგლებიდან გავიდა და გამიზნულად თავს დაესხა ჟურნალისტებს. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ „დამკვეთს“ სურდა მსხვერპლიც. საერთო ჯამში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოძალადე ძალად გამოეცხადებინათ საპატრიარქო. ამ მოცემულობის გათვალისწინებით სახელმწიფოს მიზანი იყო თავიდან აეცილებინა მასიური დაპირისპირება და პრემიერმინისტრმა მართლზომიერი ჩარევით, სამი ძირითადი სამართლებრივი პრინციპის დაცვით იმოქმედა. ითხოვა შეცვლილიყო პრაიდის ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილი მსვლელობისთვის განკუთვნილი მარშრუტი. მართლზომიერი შეზღუდვა გათვალისწინებული იყო კანონით. ჩარევა მიზნად ისახავდა ეროვნული უშიშროების, ზნეობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ჩარევა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. კანონის სახელით სამივე წინაპირობის გათვალისწინებით პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გონივრული და ფრთხილი გადაწყვეტილებით, თავიდან იქნა აცილებული დაპირისპირება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner