logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის პარტიასთან იდენტურ „მესიჯბოქსებს“ cross-checking აღარ სჭირდება
- +

7 ივლისი. 2021. 20:38

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „ფაქტ-მეტრის“ მიერ გახარიას განცხადებების შეჯამებას ეხმიანება და შესაბამის მასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ „პრაიდთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, თითქოს ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს ყველაფერი კეთდებოდა მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, არის ტყუილი.

 

„ფაქტ-მეტრი“ (factcheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (სერგი კაპანაძეა თანადამფუძნებელი) პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პერსონების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას. გაუთვითცნობიერებულმა მავანმა რომ არ თქვას, ეს საიტი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიაო.

 

2021 წლის ივნისში, ამ პლატფორმამ გამოაქვეყნა „ვინ ავრცელებს გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელ და მხარდამჭერ გზავნილებს სოციალურ ქსელში“. „ფაქტ-მეტრმა“ ოპოზიციონერ გახარიასადმი კრიტიკული და მხარდამჭერი განცხადებების ნაწილობრივი შეჯამება გააკეთა. იმის მიუხედავად, რომ 3 ივლისს, ამავე პლატფორმამ გახარია ამხილა ტყუილში - „ჩემს დროს ყველაფერს ვაკეთებდით მოქალაქეების დასაცავად [პრაიდთან დაკავშირებით]; ვერდიქტი: გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი! - დღეს, ექს-პრემიერმა, ყოფილმა შს მინისტრმა „ნაცების“ ლექსიკით გვამცნო - უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო. სააკაშვილის პარტიასთან იდენტურ „მესიჯბოქსებს“ cross-checking აღარ სჭირდება, საზოგადოებისათვის ყველაფერი დღესავით ნათელია”, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner