„რათა, აი რათა, ვერ ვიგებ?! მასე რომ მივუდგეთ, ივნისის მოვლენებისას, ოფიციალური მონაცემებით, 275 პირი დაზარლდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. ჰოდა, ჩამოშლილ სახელმწიფოს ვადევნებდით თვალს, ან არაპროფესიონალიზმს?“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს.
მისი თქმით, თუკი ხელისუფლებას არ ლანძღავ, ოპოზიციან არ მიგიჩნევენ და ეს სტანდარტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა:
„ენმ-ამ დაამკვიდრა ისეთი სტანდარტი, რომ თუ ხელისუფლებას არ ლანძღავ, ოპოზიციად არ გთვლიან. ჰოდა, მიჰყვება ყველა ამ გზას. თემა სენსიტიურია. ერთი მხრივ ლგბტ პროპაგანდად აღქმულ აქციას ეხება, მეორე მხრივ ეკლესიაზე შეტევას, თორემ ხელისუფლების კრიტიკას აიტანს ქვეყანა. მაგისთვისაა ხელისუფლება, უნდა აკრიტიკონ.
უბრალოდ, კარგად გამოჩნდა, რომ ამ მოვლენების მიზანი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო. ამით, დროის გარკვეულ მონაკვეთზე ქვეყანაც რომ ზიანდება, ანა-ბანაა. კიდევ ერთი. უკვე მესამედ ვწერ. პატრიარქმა ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისის გამართვა დააანონსა. ხელისუფლებას ასეთ დროს რუსთაველი რობოკოპებით უნდა გადაეკეტა? ან ვინმეს უნდა სცოდნოდა, რომ მთელი თბილისის მასშტაბით ჟურნალისტებს დაერეოდნენ? შესაძლოა, იყო გარკვეული ხარვეზები პოლიციის ქმედებებში, თუმცა დეტალური ქრონომენტრაჟული ანალიზის გარეშე ასეთი დასკვნის გაკეთება, არაკორექტული იქნებოდა.
ჰოდა, რა სავალდებულოა ყველა ოპოზიციური პარტია ნაცმოძრაობის ხაზზე იჯდეს, გაუგებარია და რა აუცილებელია ყველა საკითხში ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება?! მესმის, ერთი მხრივ დასავლეთის გულის მოგებაშია შეჯიბრი, მეორე მხრივ შემოდგომაზე 43%-ს ჩაფლავებაა მთავარი ოპოზიციური ამოცანა. 43%-ზე ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ინერვიულოს. ცალკე დავწერ ამ თემაზე. მე უბრალოდ პოლიციელებს ვეტყვი გულითად მადლობას. მათი მოთმინების ზღვარზე გაიარა ამ დღეებმა. ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ მოქმედებებს. ყოველი მათგანი პატივისცემას იმსახურებს“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.